logo
ENG



სასამართლომ დიღმელაშვილის განცხადება, რომ წილოსანი "სანოს" მფარველობს, ცილისწამებად მიიჩნია

29 აპრ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/oni7d9bupgqlp7j.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის სარჩელი სირცხვილიას აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

შოთა დიღმელაშვილს უფლებათა დამცველი ორგანიზაცია GDI წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიღმელაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ნინო წილოსანი შპს "სანოს" მფარველი და ე.წ კრიშაა, ცილისმწამებლურია და არღვევს მის პატივსა და ღირსებას.

GDI-ის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ქვეყანაში კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას.

თავად დიღმელაშვილი წერს, რომ სასამართლომ ნინო წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დააკისრა.


close დახურვა